Tuesday 17 July 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ყოველი ტრენინგის შესახებ ვწერდი საინტერესოათქო, მაგრამ დღევანდელი ბოლო ტრენინგი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, შევისწავლეთ სახელმძღვანელოს მერვე მოდული, მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციები, გავუკეთეთ თვითოელ პრეზენტაციას უკუკავშირი. ავტვირთეთ დისკზე პორტფოლიოები.
მადლობა ტრენერს  - შორენა ბადურაშვილს ნაყოფიერი დასაინტერესო სწავლებისათვის.

Saturday 14 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

წესისამებრ დღევანდელი დღის ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის მიმოხილვით.შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე - მოდული 7.
განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების პორტალი და ვნახეთ რამდენიმე ვიდეო გაკვეთილი.გავეცანით ფასილიტაციის მასალებს სახელმძღვანელოში.დავხვეწეთ პროექტის გეგმა.  უფრო ღრმად შევისწავლეთ ბლოგზე და დისკზე მუშაობა

Thursday 12 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე კიდევ ერთხელ გადავხედეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს როგორც წყვილებში ასევე მთელ ჩვენს ჯგუფში.განვიხილეთ მოდული 6. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტში მუშაობა.

Wednesday 11 July 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.ტრენინგი დავიწყეთ წყვილებში მუშაობით, განვიხილეთ ერთმანეთის საშინაო დავალება,შემდეგ კი მთელმა ჯგუფმა მოვისმინეთ ერთმანეთის დავალება,  გამოვაქვეყნეთ ბლოგში გამოქვეყნებული ჩვენი ჯგუფის წევრების ნამუშევრების კომენტარები.ვისწავლეთ ფაილის დადება დისკზე,დისკიდან გაზიარება და ბლოგზე დადება ფაილების და საქაღალდეების.

Saturday 7 July 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ამ ტრენინგმაც, როგორც წინა ტრენინგებმა ნაყოფიერად ჩაიარა.შევისწავლეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ ინტერნეტში და ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის მითითება "მარტივ შაბლონში".ინტერნეტი განვიხილეთ როგორც საკომუნიკაციო, ასევე საძიებო საშუალებად. ჩამოვაყალიბეთ თუ როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა ნამუშევრის პრეზენტაცია, მივიღე მომავალი ტრენინგისთვის საშინაო დავალება.

Thursday 5 July 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
განვიხილეთ პროექტის გეგმის  შეფასების დროის ჩარჩო,რომელიც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ვიმუშავეთ მის შევსებაზე.გავშალეთ როდის რას გამოვიყენებ.  გავიხსენეთ PowerPoint -ში მუშაობა.ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.